ფიდე-ს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირებზე რუსეთისა და ბელარუსის დროშები არ გამოიფინება #1TVSPORT
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის დროშები არ გამოიფინება რეიტინგის მქონე არცერთ საერთაშორისო საჭადრაკო შეჯიბრზე. ამის შესახებ FIDE-მ ოფიციალურად დაადასტურა.
გარდა ამისა, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით შეჯიბრებებზე აღარ აჟღერდება რუსეთისა და ბელარუსის ჰიმნები.