„ფერარის“ პრეზიდენტმა – მაურიციო არივაბენემ, შესაძლოა იტალიური საჯინიბო წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. როგორც F-1-ის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, „ფერარის“ ბოსები ამ გადაწყვეტილებამდე, შესაძლოა, სეზონის ბოლოს დაწყებული გუნდის ჩავარდნის მიზეზით მივიდნენ. ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში იტალიური გუნდის ლიდერი – სებასტიან ფეტელი, „მერსედესის“ პილოტს – ლუის ჰემილტონს, 50 ქულით ჩამორჩება. არივაბენე „ფერარის“ სათავეში, 2014 წლის ბოლოდან უდგას.
იტალიური პრესა ირწმუნება, რომ არივაბენე ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს, რომელიც ჯუზეპე მაროტამ დატოვა.