„მერსედესმა“ ლუის ჰამილტონთან და ჯორჯ რასელთან ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
„მერსედესმა“ ლუის ჰამილტონთან და ჯორჯ რასელთან ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის გერმანულმა გუნდმა, „მერსედესმა“ საკუთარ პილოტებს, ლუის ჰამილტონსა და ჯორჯ რასელს ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

ბრიტანელ პილოტებს გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს ეწურებოდათ. მხარეებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი, 38 წლის ლუის ჰემილტონი, ახალი ხელშეკრულებით, სეზონში 50 მილიონ ევროს მიიღებს და ამ ანაზღაურებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, მაქს ფერსტაპენს („რედ ბული“) გაუთანაბრდება. რაც შეეხება ჯორჯ რასელს, 25 წლის ბრიტანელის ანაზღაურება სეზონის მანძილზე 10 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში „მერსედესი“ ფორმულა 1-ის კონსტრუქტორთა ჩემპიონატში 255 ქულით მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ „რედ ბულს“ ჩამორჩება. გუნდს 156 ქულა ჰამილტონმა მოუტანა, ხოლო 99 – რასელმა.