ფეხბურთის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - გოგოლაძემ დანიშვნა დაადასტურა
შალვა გოგოლაძე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს უხელმძრვანელებს. ეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თავად დაადასტურა.
საქართველოს პირველ არხთან შალვა გოგოლაძემ დანიშვნა თავად დაადასტურა.
„ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად კანონმდებლობის სრული დაცვით დავინიშნე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მუშაობის პერიოდში ფონდი შეძლებს იმას, რომ ქართულმა კლუბებმა უფრო უკეთ იასპარეზონ საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე მნიშნელოვანია, გაძლიერდეს შიდა ჩემპიონატი, გაძლიერდნენ გუნდები, ხოლო ქართული ფეხბურთი უფრო მასობრივი, უფრო მეტად წარმატებული და სანახაობრივი გახდეს“ – ამბობს შალვა გოგოლაძე საქართველოს პირველ არხთან.
2019 წლის 10 ივლისს, ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი ზაზა დოლიძე „დინამო თბილისში“ გადავიდა და პოსტი მას შემდეგ ვაკანტური იყო – დორებით კი ხელმძღვანელის მოვალეობას დოლიძის მოადგილე, გიორგი კალანდაძე ასრულებდა.