„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ბრაზილიის პრეზიდენტის მხარდამჭერების ანგარიშები მთელ მსოფლიოში დაბლოკა
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების ანგარიშები მთელ მსოფლიოში დაბლოკა. როგორც სოციალურ ქსელის პრესსპიკერმა განაცხადა, ამ ანგარიშებით ყალბი ინფორმაციას ვრცელდებოდა.
„როიტერის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც შესაბამისი ზომების მიღება ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დაავალდებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სოციალურ ქსელს ჯარიმით დაემუქრა.
„ფეისბუქის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სასმართლოს განკარგულება „გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება“.
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების ანგარიშების დაბლოკვა „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ ადმინისტრაციისგან მაისში მოითხოვა. ამ ანგარიშების მფლობელებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
„ფეისბუქმა“ ანგარიშები დაბლოკა, თუმცა მხოლოდ ბრაზილიის ტერიტორიაზე. ეს ნაბიჯი მოსამართლემ არასაკმარისად მიიჩნია და განაცხადა, რომ ანგარიშები მთელ მსოფლიოში უნდა დაიბლოკოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სოციალურ ქსელს 360 000-ის დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.