„ფაიზერმა“ აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო
„ფაიზერმა“ აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო

„ფაიზერმა“ (Pfizer) აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

შტატ მიჩიგანში, Pfizer Kalamazoo-ს მიერ დამზადებული ვაქცინის პირველი დოზები მექსიკამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმოების ვაქცინის უცხო ქვეყნისთვის მიწოდება პირველი შემთხვევაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის ტერიტორიაზე მოქმედი მწარმოებელი კვირაში 25 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის დამზადებას აპირებს და უკვე ივლისის ბოლოსთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 300 მილიონი დოზის მიწოდება შეეძლება.

კომპანიის განცხადებით, 2021 წლისთვის 2.5 მილიარდი დოზის დამზადება არის დაგეგმილი, რომლიდანაც მილიარდი დოზა სხვადასხვა ქვეყნებში გაიგზავნება.

აღსანიშნავია, რომ „ფაიზერი“ და მისი გერმანული პარტნიორი BioNtech SE სხვა ქვეყნებს ვაქცინით აქამდე მხოლოდ ბელგიაში არსებული საწარმოდან ამარაგებდნენ.