„მონაკოს“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი რასიზმის წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლის წინადადებით გამოვიდა.
„სტადიონებზე შეურაცხყოფას გაყენებენ კანის ფერის გამო. ეს წლებია ხდება. მოქმედების დრო დადგა. თუ საჭიროა სტადიონების დახურვა, უმჯობესია ასეც მოიქცნენ. თუ საჭიროა ციხეში ჩასმა, უკან არ უნდა დაიხიონ. ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღონ. იქნებიან იდიოტებიც, რომლებიც მზად არიან ჯამბაზებად გადაიქცნენ, მაგრამ რადგან მათ სურთ ასეთი მაღალი ფასის გადახდა, იყოს როგორც უნდათ. უნდა დავასრულოთ რასიზმი“, – მოჰყავს ფაბრეგასის სიტყვები „აირიშ თაიმსს“.