ევროპული თამაშების წინ ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ფიცი დადეს | მინსკი 2019
ოლიმპიურ პარკში მინსკში გასამართი ევროპული თამაშების წინ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფიცის დადების და გაცილების ცერემონია გაიმართა.
რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ღირსებას 61 სპორტსმენი, სპორტის 10 სახეობაში დაიცავს. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე გურამ თუშიშვილი. მთლიანობაში ტურნირზე ორმოცდაათი ქვეყნის ოთხიათასი სპორტსმენი იასპარეზებს.