ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ხვალ, პირველ ივლისს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შემდეგ ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.

ქართველი ძიუდოისტები პირველ წრეში ისვენებენ, მერვედფინალში კი ლიეტუვასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ჩვენი გუნდი წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მეოთხედფინალში ისრაელს ან თურქეთს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში კი საქართველოს სავარაუდო მეტოქე საფრანგეთის ეროვნული გუნდი უნდა იყოს.

მესამე ევროპულ თამაშებზე გამართული გუნდური შეჯიბრება ამავდროულად ევროპის გუნდური ჩემპიონატიცაა. ტურნირზე 22 ქვეყანა გამოვა.

​საქართველოს ნაკრები ევროპულ თამაშებზე  შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).