მეორე ოქრო მესამე ევროპულ თამაშებზე - ტაეკვანდოისტი ზურაბ კინწურაშვილი ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
მეორე ოქრო მესამე ევროპულ თამაშებზე - ტაეკვანდოისტი ზურაბ კინწურაშვილი ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

მესამე ევროპულ თამაშებზე, რომელსაც პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მასპინძლობს, ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვეს.

ტაეკვანდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა პირველობა არავის დაუთმო და ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი საათის წინ ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.