საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები 2023 წლის ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები 2023 წლის ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს #1TVSPORT

„რაგბი ევროპამ“ დაადასტურა, რომ ევროპული თამაშების პროგრამაში, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია, შვიდკაცა რაგბი ოფიციალურად შევიდა.

ევროპული თამაშები 2015 წლიდან იმართება და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მესამე თამაშებს, რომელიც 2023 წელს გაიმართება, პოლონეთის ქალაქი კრაკოვი 21 ივნისიდან 2 ივლისამდე უმასპინძლებს. შეჯიბრებაში ევროპის 48 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, მედლები 26 სახეობაში გათამაშდება.

კრაკოვის ევროპული თამაშები სადებიუტო იქნება რაგბისთვის. მასში მამაკაცთა და ქალთა 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფის შედეგების მიხედვით შეირჩნენ.

საქართველოს ნაკრები კაცთა ტურნირში ითამაშებს. გათამაშებაში ასევე მონაწილეობენ ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები.

შვიდკაცა რაგბის ტურნირი პოლონეთში 25-27 ივლისს გაიმართება.