ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ მეტოქემ სომხეთის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 მოიგო.
„არარატ-არმენიამ“ „განძასართან“ ითამაშა და 73-ე წუთამე 0:1-ს აგებდა. ერევნელებმა შეხვედრა მხოლოდ ამის შემდეგ შემოატრიალეს – პეტროს ავეტისიანმა წონასწორობა არადგინა, ლუის ოგანამ გუნდი 0დაააწინაურა, მაილსონ ლიმამ კი 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 „არარატ-არმენიას“ სასარგებლოდ.
„არარატ-არმენიას“ მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა ევროპალიგაზე „საბურთალოსთან“ ნათამაშევი რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა – მეკარე სტეფან კუპიჩი, ალექსანდრე დამჩევსკი, გიორგი ფაშოვი და კოდიო ალფონსე. ილსონ ლიმამ, გორ მალაქიანმა და ანტონ კობიალკომ მხოლოდ შეცვლაზე ითამაშეს, ხოლო როჩდი აჩენტეჰი განაცხადშიც არ იყო.
„საბურთალო“ ევროპა ლიგის განმეორებით შეხვედრაში ერევნის „არარატ-არმენიას“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ევროტურნირების სადებიუტო სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოხვედრის კარგი შანსი გააჩნია, რადგან პირველი მატჩში ერევანში 2:1 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ დასაწრები ბილეთის გაყიდვა დაწყებულია, ფასი კი კვლავ სიმბოლურია – 1 ლარი.