საქართველოში ოთხი უცხოური გუნდი ემზადება - „საბაჰმა“ სპარინგ-პარტნიორები შეარჩია #1TVSPORT
საქართველოში ოთხი უცხოური გუნდი ემზადება - „საბაჰმა“ სპარინგ-პარტნიორები შეარჩია #1TVSPORT

აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ „საბაჰმა“ საქართველოში შეკრება დაგეგმა, 17 ივლისს თბილისში ჩამოვიდა და მზადება „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყო.

გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, „საბაჰი“ საქართველოში ზაფხულის მზადების მეორე ეტაპს მართავს. რამინ გულიევის გუნდმა თბილისში საკონტროლო მატჩებიც დაგეგმა.

აზერბაიჯანული გუნდის ოფიციალური გუნდის ცნობით, თბილისში „საბაჰმა“ 3 ტესტ-მატჩი დაგეგმა – გუნდი 20 ივლისს ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება, 23 ივლისს – წყალტუბოს „სამგურალს“ და 28 ივლისს – „საბურთალოს“. აზერბაიჯანული გუნდი საქართველოს დედაქალაქიდან ბაქოში 29 ივლისს დაბრუნდება.

საბახჰი“ ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც ზაფხულში საქართველოში ემზადება – თბილისში ემზადება ასევე მეორე აზერბაიჯანული კლუბი „საბაილი“ და ასევე სომხეთის ჩემპიონატის წარმომადგენლები, ერევნის „არარატ-არმენია“ და „პიუნიკი“.