„სიონი“„არარატ-არმენიასთან“ დამარცხდა - ერევნელებმა ქართული შეკრება დაასრულეს #1TVSPORT
„სიონი“„არარატ-არმენიასთან“ დამარცხდა - ერევნელებმა ქართული შეკრება დაასრულეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ბოლნისის „სიონმა“ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და პირველი ტესტ-მატჩიც გამართა.

ბოლნისელებმა ამხანაგური შეხვედრა თბილისში გამართეს და საქართველოში შეკრებაზე მყოფ სომხეთის პრემიერლიგაში „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდნენ. გიორგი დარსელიამ ორივე ტაიმი შერეული შემადგენლობით ითამაშა.

მატჩი ერევნელების გამარჯვებით 0:3 დასრულდა. „არარატ-არმენიადან“ დუბლი იუსუფ ოთუბანჯომ შეასრულა, ერთი გოლიც არმენ ჰოვანისიანის ანგარიშზეა. ეს ერევნელების ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო საქართველოში და სამშობლოში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ „არარატ-არმენიამ“ საქართველოში ხანმოკლე შეკრება ჩაატარა და ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა, პირველ მატჩში ეროვნული ლიგის „თელავმა“ ერევნელები იმედა აშორტიას გოლით 1:0 დაამარცხა.