ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 125 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მიშველიძემ აკვრაში თავი 147 კილოგრამს გაართვა და მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 272 კილოგრამით კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ევროპის ჩემპიონატზე მედლები 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც რამინ შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდის ჯამში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა, გოდერძი ბერდელიძემ (55 ჯგ) გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა.