ევროპაში ყველაზე მაღალი სახელფასო ბიუჯეტი „რეალს“ აქვს, მეორეა „ბაიერნი“, პსჟ მეცხრე ადგილზეა #1TVSPORT
ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა შეადგინა იმ კლუბების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავენ ფეხბურთელების ხელფასებზე.
ციფრები მოულოდნელია – ყველაზე მხარჯველი კლუბების ტოპ-ოთხეულში მხოლოდ ერთი გუნდია პრემიერლიგიდან, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ კი მეცხრე ადგილზეა. გარდა ამისა, ტოპ-ათეულში არ არის არც ერთი გუნდი იტალიიდან.
- რეალი – 305 მლნ. ევრო
- ბაიერნი – 275 მლნ. ევრო
- მანჩესტერ სიტი – 252 მლნ. ევრო
- ბარსელონა – 222 მლნ. ევრო
- არსენალი – 211 მლნ. ევრო
- ლივერპული – 197 მლნ. ევრო
- ჩელსი – 188 მლნ. ევრო
- მანჩესტერ იუნ – 183 მლნ. ევრო
- პარი სენ-ჟერმენი – 176 მლნ. ევრო
- ატლეტიკო – 157 მლნ. ევრო
- ტოტენჰემი – 152 მლნ. ევრო
- ასტონ ვილა – 141 მლნ. ევრო
- ინტერი – 139 მლნ. ევრო
- ნიუკასლი – 131 მლნ. ევრო
15. იუვენტუსი – 127 მლნ. ევრო