ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი – „სტუდენტურ სიას“ ვულოცავ გამარჯვებას, სერბეთი ევროპულ ცხოვრებას იმსახურებს, თქვენი ბრძოლა ევროპულ ისტორიას დაწერს

02:29, 26.10.2026

თქვენი ბრძოლა ევროპულ ისტორიას დაწერს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლაე სტეფანუტა სოციალურ ქსელში წერს, რითაც სერბეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება.

მისივე თქმით, სერბეთი ევროპულ ცხოვრებას იმსახურებს.

„„სტუდენტურ სიას“ ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას! დღევანდელ გამარჯვებას! სერბეთი ევროპულ ცხოვრებას იმსახურებს, კანონის უზენაესობით, კეთილდღეობითა და მეგობრობით! თქვენი ბრძოლა ევროპულ ისტორიას დაწერს!“, – წერს სტეფანუტა.

ცნობისთვის, არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA -ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 40.4 პროცენტი აქვს.

მანამდე კი გავრცელდა Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.

არჩევნებში დამარცხება აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მისი თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.

მსგავსი