სერბეთში ჩატარებული კიდევ ერთი ეგზიტპოლის მიხედვით, პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიას კი 40.4 პროცენტი აქვს
არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 40.4 პროცენტი აქვს.
ამ მონაცემების მიხედვით, „სტუდენტური სია“ სერბეთის ახალ, 250-ადგილიან პარლამენტში 134 ადგილის მოპოვებას შეძლებს, ვუჩიჩის პარტია კი – 106 ადგილის.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ათი ადგილი უმცირესობათა ჯგუფებს შორის „ვოევოდინას უნგრელების ალიანსს“, ალბანური უმცირესობასა და SDA-ს შორის გადანაწილდება.
იქამდე კი გავრცელდა Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.
არჩევნებში დამარცხება აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მისი თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.