ევროკავშირის სასამართლოს გენერალური ადვოკატი აცხადებს, რომ ბრიტანეთს ბრექსიტის პროცესის შეჩერება ცალმხრივად შეუძლია
ბრიტანეთს ბრექსიტის 50-ე მუხლის გაუქმება და პროცესის შეჩერება ცალმხრივად შეუძლია – ამის შესახებ ევროკავშირის სასამართლოს გენერალურმა ადვოკატმა განაცხადა.
„მთავარი ადვოკატი მანუელ კამპოს სანჩეს-ბორდონა აცხადებს, რომ ევროკავშირის შეთანხმების 50-მდე მუხლი ევროკავშირიდან გასვლის განზრახვასთან დაკავშირებით განცხადების ცალმხრივი გაუქმების შესაძლებლობას იძლევა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვოს. ბრიტანეთის მთავრობის მიერ წარდგენილი გასვლის გეგმას ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში 4 დეკემბერს ხუთდღიანი განხილვა იწყება, რომელმაც შესაძლოა, „ბრექსიტის“ და მთავრობის ბედი განსაზღვროს.