ევროკავშირის საბჭომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სიას ინდონეზია დაუმატა
ევროკავშირის საბჭომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაა რეკომენდებული, ინდონეზია დაემატა.
ამჟამად ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: არგენტინა, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ინდონეზია, იორდანია, ქუვეითი, ნამიბია, ახალი ზელანდია, პერუ, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით.
ევროკავშირის საბჭოს მიერ სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა ყოველ ორ კვირაში ხდება.