ევროკავშირის საბჭომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სიას ინდონეზია დაუმატა

14:46, 18.11.2021

ევროკავშირის საბჭომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაა რეკომენდებული, ინდონეზია დაემატა.

ამჟამად ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: არგენტინა, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ინდონეზია, იორდანია, ქუვეითი, ნამიბია, ახალი ზელანდია, პერუ, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით.

ევროკავშირის საბჭოს მიერ სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა ყოველ ორ კვირაში ხდება.

მსგავსი