ამ ჯგუფში ყველა შეხვედრა ლოგიკურად დასრულდა. რუსებმა პირადი რეკორდის დამყარება მოისურვეს სან მარინოს წინააღმდეგ და ეს გამოუვიდათ კიდეც – 9-0. არასოდეს ამ გუნდს ცხრაბურთიანი სხვაობით არ მოეგო.
ბელგიას იოლი გასეირნება გამოუვიდა. მსოფლიოს მესამე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორივე აზარი ვიხილეთ, რომლებსაც მე-14 წუთისთვის მიღებული ჰქონდათ მონაწილეობა საგოლე კომბინაციებში. სხვათა შორის, მერტენსის პირველი გოლი მე-100 იყო ბელგიისთვის რობერტო მარტინესის მწვრთნელობის პერიოდში. ბოლო გოლი ყაზახების კარში ლუკაკუმ შეაგდო. რომელუს ბოლო 12 სანაკრებო მატჩში 12 გოლი აქვს. ბელგიელებმა 3-0 იმარჯვეს.
შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა სტივ კლარკს. 55 წლის სპეციალისტს, რომელიც მანამდე მხოლოდ კლუბებში მუშაობდა, რთული დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ მაინც მოუგო კვიპროსს – 2-1.
რუსეთი-სან მარინო 9:0
გოლები: 1:0 ჩევოლი (25-საკ. კარში), 2:0 ძიუბა (31-პენ), 3:0 კუდრიაშოვი (36), 4:0 ან. მირანჩუკი (41), 5:0 ძიუბა (73), 6:0 ძიუბა (76), 7:0 სმოლოვი (77), 8:0 სმოლოვი (83), 9:0 ძიუბა (88)
76-ე წუთზე ძიუბამ ვერ გამოიყენა პენალტი
შოტლანდია-კვიპროსი 2:1
გოლები: 1:0 რობერტსონი (61), 1:1 კუსულასი (87), 2:1 ბურკი (89)
ბელგია-ყაზახეთი 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (11), 2:0 კასტანიე (14), 3:0 ლუკაკუ (50)
ბელგია: კუტრუა – ალდერვეირელდი, კომპანი (78. ვერმალენი), ვერტონგენი – კასტანიე, ვიტცელი, დე ბრუინი (67. ტილემანსი), ტ. აზარი – მერტენსი, ლუკაკუ (72. ბატშუაი), ე. აზარი.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 3 3 0 0 8:1 9
2. რუსეთი 3 2 0 1 14:3 6
3. შოტლანდია 3 2 0 1 4:4 6
4. კვიპროსი 3 1 0 2 6:4 3
5. ყაზახეთი 3 1 0 2 3:7 3
6. სან მარინო 3 0 0 3 0:16 0
11 ივნისი
ყაზახეთი-სან მარინო (18:00)
რუსეთი-კვიპროსი (22:45)
ბელგია-შოტლანდია (22:45)