2:1 – საყვარელი ანგარიშია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისთვის შესარჩევ ციკლში. ასე დასრულდა სამივე მატჩი ზლატკო დალიჩის შეგირდებისთვის. პირველ ტურში ხორვატიამ ძლივს მოუგო აზერბაიჯანს, შემდეგ დამარცხდა უნგრეთთან და ახლა მოუგო უშუალო კონკურენტ უელსს. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო პერიშიჩი იყო, რომელმაც ჯერ ლოურენსი აიძულა ავტოგოლი გაეტანა, შემდეგ კი თავად დაასრულა საკუთარი გუნდის შტურმი მეორე გოლით.
უელსს უჭირდა აარონ რემზის გარეშე, თუმცა კინაღამ გადაარჩინა მატჩი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. საბოლოოდ, ხორვატიის საშინაო წაუგებელმა სერიამ 24 მატჩს (+20=4-0) მიაღწია. ეს სერია ექვსი წელია გრძელდება.
ხორვატიას ქულებით გაუთანაბრდა უნგრეთი, რომელსაც აზერბაიჯანში მოგება ცენტრალური მცველის, ორბანის დუბლმა გაუნაღდა. სამშაბათს, ბუდაპეშტში, უმნიშვნელოვანესი მატჩია უნგრეთსა და უელსს შორის.
ხორვატია-უელსი 2:1
გოლები: 1:0 ლოურენსი (17-საკ. კარში), 2:0 პერიშიჩი (48), 2:1 ბრუქსი (77)
ხორვატია: ლივაკოვიჩი – იედვაი, ლოვრენი, ვიდა, ბარიშიჩი – მოდრიჩი, ბროზოვიჩი – ბრეკალო (67. პაშალიჩი), კოვაჩიჩი (76. იედვაი), პერიშიჩი (90+3. სკორიჩი) – კრამარიჩი.
აზერბაიჯანი-უნგრეთი 1:3
გოლები: 0:1 ორბანი (18), 0:2 ორბანი (53), 1:2 მადათოვი (69), 1:3 ჰოლმანი (71)
თ მ ფ წ ბ ქ
1. უნგრეთი 3 2 0 1 5:4 6
2. ხორვატია 3 2 0 1 5:4 6
3. უელსი 2 1 0 1 2:2 3
4. სლოვაკეთი 2 1 0 1 2:1 3
5. აზერბაიჯანი 2 0 0 2 2:5 0
11 ივნისი
აზერბაიჯანი-სლოვაკეთი (20:00)
უნგრეთი -უელსი (22:45)