„სკუადრა აძურა“ ფინალშია - იტალია VS ესპანეთი 1:1, 4:2 პენალტებში [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა გუნდმა პენალტების სერიაში დაამარცხა ესპანეთის ნაკრები და ფინალში ინგლისი-დანიის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება. მეორე ნახევარფინალი 7 ივლისს 23 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
იტალიის ნაკრები ძალიან ახლოსაა საერთაშორისო რეკორდთან – ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სანაკრებო სერია ჰქონდათ ბრაზილიასა და ესპანეთს (53-53), მათზე ორით ნაკლები აქვს „სკუადრა აძურას“.
იტალიის ნაკრებისთვის ეს მეათე ფინალია დიდ ტურნირებზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე). მასზე მეტჯერ ევროპულ გუნდთაგან ფინალებში მხოლოდ გერმანიას უთამაშია – 13-ჯერ.
გადამწყვეტი გოლი ჟორჟინიომ გაიტანა და 4:2 „სკუადრა აძურას“ სასარგებლოდ.
მორატა ესპანეთის ნაკრების ბომბარდირია ევროპის ჩემპიონატებზე.
99′ წუთი. გაფრთხილება – ტოლოი (იტალია)
II ტაიმი
იტალია-ესპანეთი 1:1
ძირითადი დრო ლოგიკური შედეგით დასრულდა. კიეზას გოლს მორატამ უპასუხა და მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა.
80′ წუთი. ესპანეთმა კომბინაცია „ბარსელონას“ სტილში გაათამაშა და ანგარიში მორატამ გაათანაბრა (იტალია-ესპანეთი 1:1)
GOAL! BREAKTHROUGH FOR ITALY! 🚨
61′ წუთი. ფედერიკო კიეზამ იტალია ეფექტური დარტყმით დააწინაურა (იტალია-ესპანეთი 1:0)
პირველ ტაიმში 18 წლის პედრიმ 31 პასი 100%-ის სიზუსტით შეასრულა.
I ტაიმი
იტალია-ესპანეთი 0:0
„უემბლიზე“ მიმდინარე მატჩს ესწრებიან ფეხბურთის ლეგენდები დევიდ ბექჰემი და ლუიშ ფიგუ.
25′ წუთი. პირველი სახიფათო მომენტი – დონარუმამ ოლმოს დარტყმა მოიგერია.
ლუის ენრიკე:
„მოიგებს ის, ვინც მოედნის ცენტრში მოიპოვებს უპირატესობას“.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა
იტალიის ნაკრების შემადგენლობა