ევრო 2020-ის 24 ფინალისტიდან 16 ცნობილია
ევრო 2020-ის 24 ფინალისტიდან 16 ცნობილია

ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის შაბათის სათამაშო დღის შემდეგ, კიდევ ოთხი ფინალისტი გაირკვა: ხორვატია, გერმანია, ჰოლანდია და ავსტრია.

დღეისთვის, 24 ფინალისტიდან ცნობილია 16:

ბელგია, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, შვედეთი, ფინეთი, ხორვატია, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია და რუსეთი.

ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყნის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში გაიმართება.