ინგლისმა დანია დამატებით დროში დაამარცხა და ფინალში იტალიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2020-ის ფინალი: იტალია-ინგლისი, „უემბლიზე“, 11 ივლისს

ბრიტანელებმა დანიის ნაკრები დამატებით დროში ჰარი კეინის გოლით 2:1 დაამარცხეს. ინგლისის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. მას ეს ტურნირი აქამდე არ მოუგია. გარეთ საუთგეიტის გუნდის მეტოქე იტალიას ევროპის ჩემპიონობა ერთადერთხელ აქვს მოპოვებული – შორეულ 1968 წელს.

 

„არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი რაჰიმ სტერლინგის წაქცევისთვის დანიშნულ თერთმეტმეტრიანს გამოეხმაურა: „ჩემი აზრით, პენალტი არ იყო“.

ჰარი კეინმა ჯგუფურ ეტაპზე გოლის გატანა ვერ მოახერხა, პლეიოფში კი 4 გოლი შეაგდო. მას ინგლისის ნაკრებში დიდ ტურნირებზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები) უკვე 10 გოლი აქვს. სწორედ იმდენი, რამდენიც ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირ გარი ლინეკერს.

104′ წუთი. სტერლინგის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა ჰარი კეინმა, თუმცა შმეიხელის მოგერიებულს თავადვე მიუსწრო და ინგლისი ფინალს მიუახლოვა (ინგლისი-დანია 2:1)

დამატებით დროში დანიის ნაკრები დაცვაში მყარად დგას…

II ტაიმი

ინგლისი-დანია 1:1

90+6′ წუთი ამოიწურა – გამოვლინდება გამარჯვებული დამატებით დროში?

55′ წუთი. მაკგუაერის თავური დარტყმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია დანიის ნაკრების მეკარე კასპერ შმეიხელმა.

49′ წუთი. გაფრთხილება – მაკგუაერი (ინგლისი)

I ტაიმი

ინგლისი-დანია 1:1

39′ წუთი. ინგლისის ნაკრებმა გაშვებული გოლის შემდეგ ტემპს უმატა და გოლით დაუფასდა – კიაერმა საკუთარ კარში ჩაჭრა (ინგლისი-დანია 1:1)

დამსგორის გოლი გვერდხედში:

30′ წუთი. დამსგორმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით დანია დააწინაურა (ინგლისი-დანია 0:1)

ინგლისელთა მეკარე ჯორდან პიკფორდმა გორდონ ბენკსის რეკორდი გააუმჯობესა. ბენქსმა 1966 წელს 720 წუთის განმავლობაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა. პიკფორდმა ლეგენდარულ მეკარეს დანიასთან მატჩში გადაასწრო.

„უემბლიზე“ მიმდინარე მატჩს 60 ათასი გულშემატკივარი ესწრება.

კურიოზული მომენტი მატჩის დაწყებამდე:

ინგლისელთა კაპიტანმა დანიელებს სამახსოვროდ ინგლისის ნაკრების მაისური გადასცა, წარწერით – ერიკსენი

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა

დანიის ნაკრების შემადგენლობა