ევრო 2020-ის პლეი ოფების წილისყრა 22 ნოემბერს ჩატარდა, დღეს კი ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა.
B ჯგუფი: ბელგია, რუსეთი, დანია, ფინეთი
C ჯგუფი: ჰოლანდია, უკრაინა, ავსტრია, „დ“ ან „ა“ პლეი ოფის გამარჯვებული.
D ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, „ც“ პლეი ოფის გამარჯვებული
E ჯგუფი: ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, „ბ“ პლეი ოფის გამარჯვებული
F ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, „ა“ ან „დ“ პლეი ოფის გამარჯვებული
ევრო 2020-ის ფინალური ნაწილი 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება – ევროპის ჩემპიონატების 60 წლისთავთან დაკავშირებით, ტურნირის ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპს უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს. ფინალი კი 12 ივლისს ლონდონში, “უემბლიზე” გაიმართება.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა ის 20 ნაკრები, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში, ტურნირის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს. კონტინენტის პირველობის კიდევ 4 მონაწილეს კი უეფას ერთა ლიგის პლეი ოფები გამოავლენს, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება.
საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი სწორედ ამ ტურნირიდან აქვს – ერთა ლიგაზე 26 მარტს თბილისში ბელარუსს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, მაკედონიისა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ამ ოთხეულში საუკეთესო კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს და მოხვდება C (ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია) ან F (გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია) ჯგუფში.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ერთა ლიგის A დივიზიონის პლეიოფი, სადაც ევრო 2020-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის, რუმინეთის ნაკრები გამოდის. იმის გამო, რომ C ჯგუფის მატჩების ნაწილი ბუქარესტში იმართება, ერთა ლიგის A დივიზიონის პლეიოფში რუმინეთის გამარჯვების შემთხვევაში, აქ სწორედ ეს ნაკრები მოხვდება, საქართველო/ბელარუსი/კოსოვო/ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებული კი F ჯგუფში აღმოჩნდება.