ეუთო-ს გენერალური მდივანი - მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ეხმაურება. ის ის „ტვიტერში“ წერს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის აღარ უნდა განხორციელდეს.
„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალში მსგავსი დაკავებები აღარ უნდა მოხდეს და ნებისმიერ დროს თითოეული ადამიანისთვის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს“, – აცხადებს ეუთო-ს გენერალური მდივანი.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.