ეუთო-ს გენერალური მდივანი – მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ეხმაურება. ის ის „ტვიტერში“ წერს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის აღარ უნდა განხორციელდეს.
„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალში მსგავსი დაკავებები აღარ უნდა მოხდეს და ნებისმიერ დროს თითოეული ადამიანისთვის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს“, – აცხადებს ეუთო-ს გენერალური მდივანი.
Welcome the release of Dr. Gaprindashvili. Further detentions should be avoided and freedom of movement guaranteed for all people, at all times.
— Thomas Greminger (@gremingerosce) December 28, 2019