ესტონეთის პრეზიდენტმა 2700 საშობაო ბარათს მოაწერა ხელი

21:21, 08.12.2019

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა 2700 საშობაო ბარათს მოაწერა ხელი.

„საშობაო ბარათების იდეა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აქ თქვენ იპოვით გზებს, როგორ მიიღოთ ყოველდღიურად უფრო მეტად ეკოლოგიური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

საშობაო ბარათები გადამუშავებული ქაღალდით მზადდება.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, საშობაო ბარათებს ყოველწლიურად ამზადებენ და ამისთვის ესტონელ ხელოვანებთან ერთად მუშაობენ.

მსგავსი