ესტონეთის პრეზიდენტი – შუაგულ ევროპაში უკრაინა ცხელ ომს აწარმოებს, უკრაინის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, დონბასში განვითარებულ მოვლენებში უკრაინას დაუჭირონ მხარი. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.
„დღევანდელი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ფორმირებების თავდასხმა მინსკის შეთანხმებას არღვევს და ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს.
შუაგულ ევროპაში უკრაინა ცხელ ომს აწარმოებს – პრინციპებისა და ღირებულებების ომს. ჩვენ უკრაინის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.