ესტონეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ ქართველი ფეხბურთელი აღიარეს
ესტონეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ ქართველი ფეხბურთელი აღიარეს

ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ტალინის „ფლორაში“ გამოდის, ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა – ინფორმაციას ესტონეთის საფეხბურთო ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატში 30 გოლი გაიტანა

„ტალინის „ფლორამ“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და უეფას ევროპის ლიგის შესარჩევი რაუნდის საგზური მოიპოვა. ამ შედეგში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 30 წლის ბეგლარიშვილს, რომელმაც 30 გოლი გაიტანა და და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა“ – წერია ლიგის გვერდზე.

„ჩემი კარიერაში 2018 საუკეთესო წელი იყო. მადლიერი ვარ ჩემი თანაგუნდელების, რომლებიც მინდორზე მეხმარებოდნენ. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, კლუბს, ჩემს მეუღლესა და შვილებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთის გუნდური სახეობაა. უკეთესი იქნებოდა, გუნდს რომლიმე ტიტული მოეპოვებინა, ჩემპიონობა, თასი ან სუპერთასი“ – ეს ბეგლარიშილმა ETV +-სთან განაცხადა.

პატარა პაუზის გამოკლებით, ბეგლარიშვილი „ფლორაში“ 2010 წლის იანვრიდან გამოდის, სადაც ნახევარმცველი თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა. ჯამში, მან ტალინური კლუბის ფორმით ყველა ტურნირში 287 მატჩი ჩაატარა, სადაც ანგარიშზე 117 გოლი და 103 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.