ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა მოკრივეთა განახლებული რეიტინგი წონის მიუხედავად. ენტონი ჯოშუას დამარცხების შემდეგ, უკრაინელი მძიმეწონოსანი ალექსანდრ უსიკი მეცხრე ადგილიდან მეოთხეზე გადავიდა, ხოლო ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერის ძლევის შემდეგ, მეექვსედან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
რეიტინგში ლიდერობა შეინარჩუნა მექსიკელმა საულ ალვარესმა.
1(1). საულ ალვარესი (მექსიკა)
2(2). ტერენს კროუფორდი (აშშ)
3(3). ნაოია ინუე (იაპონია)
4(6). ტაისონ ფიური (ბრიტანეთი)
5(9). ალექსანდრ უსიკი (უკრაინა)
6(4). ეროლ სპენსი (აშშ)
7(5). ტეოფიმო ლოპესი (აშშ)
8(7). ჯოშ ტეილორი (ბრიტანეთი)
9(8). ვასილი ლომაჩენკო (უკრაინა)
10(10). ხუან ფრანსისკო ესტრადა (მექსიკა)