„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ნება დართო შვედ ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სეზონის დასრულებამდე დატოვოს გუნდი, – ამტკიცებს ESPN.
ელოდებიან, რომ 36 წლის ფეხბურთელი ამ კვირის ბოლოს გადაბარგდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და კონტრაქტს გააფორმებს MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელეს გელაქსისთან“.
ამ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წლიდან თამაშობს, ჯამში 53 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლი გაიტანა.