ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„სიენენის“ ცნობით, მედიკოსებმა „კოვიდ-19“-ის 9 779 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში სულ 439 286 ინფიცირებულია გამოვლენილი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთში კორონავირუსით სულ 29 011 პაციენტი გარდაიცვალა.