ესპანეთში, იგუალადას მუნიციპალიტეტში პოლიცია ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს
ესპანეთში, იგუალადას მუნიციპალიტეტში პოლიცია ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს

ესპანელი სამართალდამცველები იგუალადას მუნიციპალიტეტში ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებენ.

გავრცელებული ცნობით, ოპერაცია ხანგრძლივი გამოძიების შედეგია, რომლის ჩატარების ნებართვაც ეროვნულმა სასამართლომ გასცა.

წინასწარი ცნობით, სამართალდამცველები ჩხრეკის ოპერაციას აწარმოებენ ექვს სხვადასხვა მისამართზე. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.