ესპანეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო გემები გააგზავნა
ესპანეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო გემები გააგზავნა

ესპანეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო გემები გააგზავნა. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგატირა რობლესმა გააკეთა. მისივე თქმით, მადრიდი ასევე განიხილავს მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას ბულგარეთში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„რუსეთს არ აქვს უფლება, სხვა ქვეყანას უკარნახოს, როგორ მოიქცეს. ნატო დაიცავს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს“, – განაცხადა ესპანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, რობლესმა განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს უთანხმოებისა და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაჭრას.

ესპანეთის თავდაცვის უწყებამ შავ და ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო გემებისა და ბულგარეთში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას ვაშინგტონში ესპანეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის გარშემო შექმნილი მდგომაროება განიხილეს.