ესპანეთის პოლიციამ გვარდიოლა სეპარატისტად გამოაცხადა
ესპანეთის პოლიციამ გვარდიოლა სეპარატისტად გამოაცხადა

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერის “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სეპარატისტთა სიაში აღმოჩნდა. როგორც გაზეთი AS წერს, სპეციალისტი იმ მოქალაქეთა სიაში მოხვდა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს კატალონიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარებას.

ადრე გვარდიოლა ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას. სამოქალაქო გვარდიის აზრით, ის სეპარატისტულ განწყობას ამჟღავნებდა. ბოლო დროს, “სიტის” თავკაცი ხელზე ყვითელ ლენტს ატარებს, რითაც პოლიტპატიმრების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
შეგახსენებთ, რეგიონულმა პარლამენტმა პირველ ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანხმად, ესპანეთის სამეფოდან გასვლის შესახებ გამოაცხადა.