„სელტას“ ფეხბურთელი ბრაის მენდესი ევროპის ჩემპიონატისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, – იუწყება ესპანური კლუბის ტვიტერის ოფიციალური გვერდი.
„მარკას“ ინფორმაციით, მენდესის ნაკრებში გამოძახება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი დაუდასტურდა და ევრო 2020-ზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
24 წლის ბრაის მენდესს ესპანეთის ნკრებში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლის გატანაც მოახერხა.
ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ჯგუფში შვედეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი არიან.