ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ დებიუტი გამარჯვების გოლით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ დებიუტი გამარჯვების გოლით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ლიონელ მესის ოფიციალური დებიუტი შედგა. ლიგების თასის მატჩში არგენტინელის ახალმა კლუბმა 2:1 დაამარცხა მექსიკური „კრუს ასული“. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს ჯარიმიდან სწორედ მესიმ გაიტანა.

მესი მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა ბენჯამინ კრემანსკის ნაცვლად და მაშინვე გადაიბარა კაპიტნის სამკლავური. მასთან ერთად მინდორზე შევიდა სერხიო ბუსკეტსიც, რომელმაც ასევე სადებიუტო მატჩი ჩაატარა „ინტერ მაიამიში“.

ტურნირის შემდეგ მატჩში „ინტერ მაიამი“ „ატლანტა იუნაიტედს“ შეხვდება – 26 ივლისს. დასაწყისი თბილისის დროით 03:30 საათზე.