ანდრეს ინიესტა ახლოს არის „ინტერ მაიამიში“ გადასვლასთან #1TVSPORT
ანდრეს ინიესტა ახლოს არის „ინტერ მაიამიში“ გადასვლასთან #1TVSPORT

ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, შესაძლოა, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელოს კარიერა.

როგორც გამოცემა Offsider-ი წერს, 39 წლის ფეხბურთელმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწია MLS-ის კლუბთან, რომელშიც მისი ყოფილი თანაგუნდელები – ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა ირიცხებიან.

ინიესტას ბოლო კლუბი იყო „ვისელ კობე“. ესპანელი იაპონურ გუნდში 2018 წელს გადავიდა „ბარსელონადან“. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.