„ინტერ მაიამიმ“ თავის რიგებში სერხიო ბუსკეტსის გადასვლა დააანონსა #1TVSPORT
„ინტერ მაიამიმ“ თავის რიგებში სერხიო ბუსკეტსის გადასვლა დააანონსა #1TVSPORT

MLS-ის კლუბმა, „ინტერ მაიამიმ“ დააანონსა თავის რიგებში „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის გადასვლა.

ფლორიდული გუნდის პრესსამსახურმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელშიც მოყვანილია ბუსკეტსის ყოფილი მწვრთნელების, თანაგუნდელებისა და მოწინააღმდეგეების გამონათქვამები ესპანელ ფეხბურთელზე. ვიდეოში არის ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს, „რეალის“ ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, ჩავის, „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველის, ხუან რომან რიკელმეს, ლიონელ მესისა და სხვების ციტატები.

შეგახსენებთ, რომ 2022-23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ბუსკეტსმა დატოვა „ბარსელონა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. 34 წლის ფეხბურთელი კატალონურ გრანდში 2008 წლიდან თამაშობდა და ამ გუნდის რიგებში ცხრაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, შვიდჯერ – ესპანეთის თასის მფლობელი და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ადრე პრესაში წერდნენ, რომ ბუსკეტსი ფლორიდულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერდა კონტრაქტს ხელს.