ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გაიცა #1TVSPORT
ესპანეთში ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის დაპატიმრების ორდერი გაიცა.
ოთხშაბათს ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ჩხრეკა ჩაატარა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში. მიმდინარეობს 2018-23 წლების პერიოდში გაფორმებული სხვადასხვა კონტრაქტის შესწავლა.მათ შორისაა შეთანხმება საუდის არაბეთთან.
ასევე ,ჩხრეკა ჩატარდა 10-ზე მეტ სახლში, მათ შორის, გრანადაში რუბიალესის სახლში.
იტყობინებოდნენ შვიდი დაკავებულის შესახებ. თავად ექსპრეზიდენტი არ დაუკავებიათ, რადგან ის, თვეზე მეტია, დომინიკელთა რესპუბლიკაში იმყოფება.
Onda Cero-ს ონფორმაციით, ესპანეთის პროკურატურამ ლუის რუბიალესის დაკავების ორდერი გასცა. დაკავებულებს შორის არის ფედერაციის ორი დირექტორი და პრეზიდენტის ახლო მეგობარი.
ესპანეთის სამოქალაქო გვარდია გამოძიებას ატარებს იმ გარიგებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში იმართება. ფედერაცია ამ თანამშრომლობით წელიწადში 40 მილიონ ევროს იღებს. გამოძიებას მიაჩნია, რომ ამ გარიგებაში არსებობს კორუფციისა და ფულის გათეთერების ნიშნები.