ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა პოსტიდან გადადგომა გადაწყვიტა, – ამის შესახებ გამოცემა Cope წერს.
20 აგვისტოს ესპანეთის ქალთა ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. დაჯილდოების ცერემონიისას რუბიალესმა ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს, ჯენიფერ ერმოსოს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ტუჩებში აკოცა, რამაც საზოგადოებაში დიდი სკანდალი გამოიწვია.
რუბიალესმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ ის ვერ უძლებს ზეწოლას წარმოქმნილი კონფლიქტის გამო და 25 აგვისტოს გადადგომის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს.