ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების დროს ხმის გამაძლიერებლებში აპლოდისმენტები გაიჟღერებს
ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების დროს ხმის გამაძლიერებლებში აპლოდისმენტები გაიჟღერებს

ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების მე-20 წუთზე სტადიონებზე აპლოდისმენტების ხმა გაიჟღერებს. ეს იქნება სიმბოლური მადლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ამ იდეის განხორციელებისთვის, „პრიმერა დივიზიონმა“ შექმნა საიტი სახელწოდებით applausetoinfinity.com, სადაც ნებისმიერი ქვეყნის გულშემატკივარი შეძლებს აპლოდისმენტების ატვირთვას, შემდეგ კი შეიქმნება ერთი აუდიოხაზი, რომელიც გაიჟღერებს ესპანეთის სტადიონებზე.

დღეისათვის ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 286 509 ადამიანს შეადგენს. მათგან ბევრი გამოჯანრთელდა, 27 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ვირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ 11 ივნისს განახლდება. გათამაშების ლიდერია „ბარსელონა“, რომელსაც ორი გულით „რეალ მადრიდი“ ჩამორჩება.