ჯუდ ბელინგემი ლა ლიგაში ორმატჩიანი დისკვლაფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT
ჯუდ ბელინგემი ლა ლიგაში ორმატჩიანი დისკვლაფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯუდ ბელინგემმა მსაჯთან კამათის გამო „ვალენსიასთან“ შეხვედრის (2:2) დასრულების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.

ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ბელინგემის საკითხზე იმსჯელა და არბიტრისთვის უხეშად მიმართვის გამო ის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 600 000 ევროს გადახდა დააკისრა. ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს მადრიდის „რეალსაც“, კლუბი 700 000 ევროთია დაჯარიმებული.

ესპანეთის ჩემპიონატში ბელინგემი „სელტასა“ და „ოსასუნასთან“ შეხვედრებს გამოტოვებს. ის ლა ლიგის ეგიდით მოედანს 31 მარტს, ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩში დაუბრუნდება.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა 16 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.