100 ათას ფუნტზე მეტი - ცნობილი გახდა ლა ლიგის არბიტრების შემოსავალი #1TVSPORT
100 ათას ფუნტზე მეტი - ცნობილი გახდა ლა ლიგის არბიტრების შემოსავალი #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რამდენს გამოიმუშავებენ არბიტრები, რომლებიც 2023-24 წლების სეზონში ლა ლიგის მატჩებზე მუშაობენ.

როგორც გამოცემა The Athletic-ი წერს, მსაჯებს აქვთ ფიქსირებული ხელფასი ერთ სეზონზე 124 256 ფუნტის ოდენობით. გარდა ამისა, მინდორზე მომუშავე მსაჯები ერთი მატჩისთვის 4205 ფუნტს იღებენ. რაც შეეხებათ VAR-ის მსაჯებს, მათი ჰონორარი ერთ მატჩში 2102 ფუნტს შეადგენს.

გარდა ამისა, ლა ლიგა არბიტრებს ფიქსირებულ თანხას უხდის სარეკლამო შემოსავლებიდან – 21 929 ფუნტის ოდენობით.

ამ ინფორმაციამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია ესპანელ გულშემატკივრებში, რომლებსაც მიაჩნიათ, ეს ძალიან დიდი თანხებია იმ დონის სამუშაოსთვის, რომელსაც ლა ლიგის არბიტრები აჩვენებენ.