ესპანეთი, პორტუგალია, უკრაინა და მაროკო ერთად იბრძოლებენ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის #1TVSPORT
ესპანეთი, პორტუგალია, უკრაინა და მაროკო ერთობლივ განაცხადს შეიტანენ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, – დაწერა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“.
ასე რომ, 2030 წელს, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად ორ კონტინენტზე გაიმართოს – ევროპასა და აფრიკაში.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ ასევე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ორგანიზებაზე.
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ჩატარების ადგილი 2024 წლის სექტემბერში გაირკვევა.