ეშლი ბარტი ქალთა ჩოგბურთის ახალი ლიდერია
ეშლი ბარტი ქალთა ჩოგბურთის ახალი ლიდერია

მამაკაცთა რეიტინგისგან განსხვავებით, ქალთა კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში სერიოზული ცვლილებები მოხდა – როლან გაროსის ჩემპიონმა ეშლი ბარტიმ ბირმინგემის ტურნირი მოიგო და ლიდერობა მოიპოვა ქალთა კლასიფიკაციაში. მან გაუსწრო იაპონელ ნაომი ოსაკას, რომელიც 21 კვირა ლიდერობდა რეიტინგს.

ბარტი რიგით 27-ე ჩოგბურთელი გახდა, რომელიც სათავეში ჩაუდგა WTA-ის რეიტინგს. გარდა ამისა, ეშლი მეორე ავსტრალიელი ქალია ისტორიაში, რომელმაც კლასიფიკაციის ლიდერობა ჩაიბარა. პირველად ეს 43 წლის წინ შეძლო ივონ გულაგონგმა.

გარდა ამისა, ტოპ-ათეულში ადგილები გაცვალეს კერბერმა და კვიტოვამ, აგრეთვე ჰალეპმა და სვიტოლინამ.

WTA. TOP10

1(2). ბარტი (ავსტრა) – 6 540

2(1). ოსაკა (იაპ) – 6 377

3(3). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 5 685

4(4). ბერტენსი (ჰოლანდია) – 5 425

5(6). კერბერი (გერმანია) – 4 685

6(5). კვიტოვა (ჩეხეთი) – 4 555

7(8). ჰალეპი (რუმინეთი) – 3 963

8(7). სვიტოლინა (უკრაინა) – 3 868

9(9). სტივენსი (აშშ) – 3 682

10(10). საბალენკა (ბლრ) – 3 565