„ესბიერგში“ პარუნაშვილი წრის მოთამაშედ დაასახელეს - ფანები ქართველ ფაბრეგასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვენ
„ესბიერგში“ პარუნაშვილი წრის მოთამაშედ დაასახელეს - ფანები ქართველ ფაბრეგასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვენ

ლაშა პარუნაშვილი „ესბიერგის“ ფანებმა საშემოდგომო ეტაპის (პირველი წრის) საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ინფორმაციას დანიის სუპერლიგის კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

25 წლის ქართველი ჩინებულ სეზონს ატარებს და ამჯერად კიდევ ერთხელ აღიარეს. გამოკითხვა კლუბის „ფეისბუკის“ გვერდზე ტარდებოდა და ფანების უმრავლეოსობამ ხმა ლაშას მისცა.

კლუბის ინსტაგრამზე უფრო ემოციური ინფორმაციაა: „ლაშას ხმა მისცეს, როგორც საშემოდგომო ეტაპის საუკეთესო მოთამაშეს. დამსახურებულად აღიარეს ქართველი ფაბრეგასი – ჩვენი ფანტასტიკური 6 ნომერი. გააფორმეთ მასთან ხანგრძლივი კონტრაქტი“ – წერია „ესბიერგის“ ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პარუნაშვილი „ესბიერგში“ ზედიზედ 3-ჯერ, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.